თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი კლინიკა აშენდება
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა აშენდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ეს არის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, სახელმწიფო სექტორის გაძლიერების საფუძველს შექმნის.
