მიწისძვრა ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე
ჩინეთის პროვინციაში სინძიანსიასა და ყირგიზეთის საზღვარზე, 7,1 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 40-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან, ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. სტიქიის რეგიონში მობილიზებულია სამამაშველო ბრიგადები, ეწყობა დროებითი თავშესაფრები. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.
