დღეს თურქეთის პარლამენტი, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს განიხილავს
დღეს თურქეთის პარლამენტი, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრა გაიმართება. ადგილობრივი მედია სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის პარტია „სამართლიანობა და განვითარება,“ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.
