რუსეთის მოთხოვნით უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, შტატებისავე სამხედრო ინდუსტრიის გასაძლიერებლად გამოიყენება. ლავრობის ამ განცხადებას, გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელი გამოეხმაურა და მას „შეთქმულების თეორია და უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა.