"ნაციონალური მოძრაობის" არშემდგარი სკანდალი
ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. ამის შესახებ ცნობა „კვირამ „ გაავრცელა. მედია ჰოლდინგის ინფორმაციით, როზნერმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს კონკრეტული დავალაება მისცა, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდებოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესი აქვს, მაშინვე უნდა გაეაქტიურებინათ 12 იანვრის ინფორმაცია, თითქოს ანტიკორუფციულმა ბიურომ, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და ისე წარმოეჩინათ, თითქოს ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ ახალი სკანდალური ინფორმაცია.
