უკრაინის პრეზიდენტი ომში 500 ათასი უკრაინელის მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს
ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბრიტანულ მე-4 არხს განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფრონტზე ცოცხალი ძალის ნაკლებობა შესამჩნევია და მობილიზაციის გაფართოებაც აუცილებელია, თუმცა არმიის რიგების ნახევარი მილიონი ჯარისკაცით გასაზრდელად ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან დამაჯერებელ არგუმენტებს ითხოვს.
