სამგორის რაიონში ახალი ბაღი გაიხსნა
სამგორის რაიონში, ე.წ-ულ აფრიკის დასახლებაში ახალი ბაღი გაიხსნა . ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და დაცული შიდა ეზო.
