ბათუმში სავაჭრო ცენტრები გახსნილია
ბათუმში სავაჭრო ცენტრები უკვე გახსნილია. ყველა დაწესებულება შეფერხების გარეშე მუშაობს. პარალელურად, ცრუ შეტყობინებების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა ჯგუფი, რომელიც ანონიმური ზარების უკან დგას.
