საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის ათეულშია
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის საზომია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის მიხედვით საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. აღნიშნული კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შეფასება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
