რა მიზანს ემსახურება ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ ცალკეულ მედიაში გასული სიუჟეტები
ვრცელი განცხადების სახით, ფონდი განმარტებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ შავი პიარ კამპანია დაიწყო. ფონდის შეფასებით, ამ პროცესის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან და მათი მიზანია წარმოაჩინონ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი თავისი აქტივებით დანაშაულს ჩადის.
