დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში შტორმი იშა მძვინვარებს
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში შტორმი იშა მძვინვარებს. ქარიშხალმა სანაპირო ზოლზე ძლიერი ტალღები გამოიწვია. შტორმმა გავლენა მოახდინა ავიამიმოსვლაზეც. დუბლინის აეროპორტში 102 რეისი გაუქმდა. 27-მა ავიალაინერმა დაჯდომა ვერ შეძლო. ისინი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
