პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა
მსვლელობაში ის უცხოელებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც საფრანგეთში სამუშაოდ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი, რომელიც საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს და სოციალური დახმარების მიღებას ართულებს.
