აქცია ბელგიაში
ისრაელისთვის დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით, ბელგიის დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონააწილეები აცხადებდნენ, რომ ისრაელისა და ჰამასის ომის სამხედრო გზით გადაწყვეტის საშუალება არ არსებობს. მათივე თქმით, ისრაელმა ღაზაში უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო და ახლა დროა ევროპამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აიძულოს ისრაელი, შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს მიმდინარე ომი.
