ნეთანიაჰუს უარი ჰამასს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისთვის ჰამასის მიერ წამოყენებულ პირობას უარით უპასუხა. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიას არ გაიყვანენ და ისრაელის სექტორის მმართველობის ჰამასისთვის გადაბარებას არ დათანხმდებიან. საგანგებო მიმართვისას ნეთანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა.
