კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ
ეკლესიაზე თავდასხმას სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა „იმედის კვირამ“. ეკლესიაში შეჭრა და ვანდალიზმი, 7 იანვრის რუსულ შობად მონათვლა, კათოლიკოს-პატრიარქის ჯაშუშად მოხსენიება - მმართველი გუნდის თქმით, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქმედებების, რომელთაც ეკლესიის მტრები მიმართავენ და მართლმადიდებელ მრევლს შეურაცხყოფას აყენებენ. საკითხი „იმედის კვირაში“ მმართველი პარტიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა შეაფასეს.
