ანტიეროვნული პროპაგანდა
საქართველო-ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი, მმართველი გუნდის შეფასებით, მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს ჩინეთთან დაახლოების ფაქტს აკრიტიკებენ, რადგან მათი ნაწილი, „იმედის კვირის“ ინფორმაციით, ტაივანიდან ფინანსდება. ამავე ინფორმაციით დაფინანსებულთა შორისაა თინა ხიდაშელიც, მასთან დაკავშირება „ქრონიკამ“ სცადა, თუმცა უშედეგოდ.
