ბათუმში სავაჭრო ცენტრები უკვე გახსნილია
ყველა დაწესებულება შეფერხების გარეშე მუშაობს. განგაში მოლებში გუშინ ცრუ შეტყობინების შემდეგ გამოცხადდა, მალევე დაიწყო ხალხის ევაკუაცია. მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება იყო. გატარებული ღონისძიებების შემდეგ გაირკვა, რომ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოჩენილა.
