ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში - სუსის განცხადება
ბათუმში ცრუ შეტყობინებების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა ჯგუფი, რომელიც ანონიმური ზარების უკან დაგას. ოპერატიული მონაცემების ანალიზით, დადგინდა, რომ შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ, სწორედ ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა.
