დრონებით თავდასხმა
რუსეთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება. ცნობას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აქვენებს, სადაც ნათქვამია, რომ ღამით განგაში გამოცხადდა რამდენიმე ოლქში. მათივე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ სმოლენსკში 3 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. რუსული მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ასევე შენიშნეს ქალაქ სანქტ პეტერბურგთან.
