გამოხმაურება თინა ხიდაშელის კომენტარზე
ანტიჩინური პროპაგანდა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული - ასე აფასებენ მმართველ გუნდში თინა ხიდაშელის პოზიციას ჩინეთთან მიმართებით. ამბობენ, რომ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, საკუთარი ენჯეოს საშუალებით, ქვეყანაში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ემსახურება. თავად ორგანიზაცია, კი ტაივანიდან ფინანსდება, რაც ხიდაშელის მიმართ გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. „ქართული ოცნება“ ქართულ-ჩინური ურთიერთობების განმტკიცებას ქვეყნისთვის სტრატეგიულს უწოდებს. ამბობენ, რომ ამის წინააღნდეგ მიმართულ კამპანია ანტისახელმწიფოებრივია.
