დაიანა კინგის კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე
შავი ლომისა და კლერმონის შეხვედრის დაწყებამდე, მიხეილ მესხის არენის მიმდებარედ, დილიდან მიმდინარეობდა გასართობი ღონისძიებები. რაგბის კავშირის სპეციალური მოწვევით გულშემატკივრის განწყობაზე ზრუნავდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, დაიანა კინგი. ადგილზე მყოფებს ასევე საშუალება ქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში.
