ქართული პროდუქცია ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაციას. სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. მონაწილე კომპანიებიდან 8 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.