საპროტესტო აქციები გერმანიაში
გერმანიის ათობით ქალაქში, ულტრამემარჯვენეებისა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა. ბერლინში, პოტსდამში, კიოლნში, ჰამბურგსა და სხვა ქალაქებში 50-დან 80 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცემა „კორექტივმა“ გამოაქვეყნა გამოძიება ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებისა და ნეონაცისტების საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელზეც ე.წ რეემიგრაციის საკითხზე იმსჯელეს.
