„შავი ლომი“ 3:36 „კლერმონი“
„შავი ლომი“ „ჩელენ ქაფის“ ბოლო ტურში „კლერმონთან“ დამარცხდა. ფრანგულმა კლუბმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ლელო გაიტანა და 33-ქულიანი უპირატესობით, 36:3 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში 2 ლელო, 2 გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს. „შავი ლომის“ მხრიდან 3 ქულა ლუკა მატკავამ ჯარიმით მოიპოვა. მომდევნო სეზონიდან „შავ ლომს“ და საქართველოს ნაკრებს, ბრიტანელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი ჩაიბარებს.