სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე აპირებს, უთხრას მას, რომ ბრატისლავა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, რადგანაც „არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე“.
