ბაიდენის განცხადება უკრაინის დახმარებაზე
„შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები „არ დაეცნენ“- ამ შინაარსის განცხადებით, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში, შერთებული შტატების მერების კონფერენციაზე გამოვიდა. პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61,4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. დაფინანსების პროცესს რესპუბლიკელები ბლოკავენ.
