ანტონიო გუტერეშის განცხადება
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. მისი თქმით, ისრაელ პალესტინის კონფლიქტის 2 სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე უარის თქმა „მიუღებელია”. როგორც გუტერეში განმარტავს, ეს გაახანგრძლივებს კონფლიქტს და საფრთხეს შეუქმნის გლობალურ მშვიდობას.
