ინტერვიუ რომან კაკულიასთან
მთელი კვირის განმავლობაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში შეხვედრებს მართავდა. მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ამ ვიზიტის დაკნინებას და დასავლური კურსის ღალატად შეფასებას ცდილობდა. მაშინ, როცა თბილისში ასეთ განცხადებებს ვისმენდით, კიდევ ერთ პოლიტიკურად და ეკონომიკურად აქტიურ წერტილში, დავოსში ჩინეთის პრემიერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ხსნიდა. ეს დეტალი დიდი ყურადღების ობიექტი გახდა მსოფლიო მედიისთვის. როგორც ჩანს 2024 წლის გეოპოლიტიკური ქრონიკა საკმაოდ საინტერესო და დეტალებით სავსე იქნება. მაინც როგორი იქნება ის? პეკინიდან დავოსამდე თბილისის გავლით - რომან კაკულია „ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს
