უკრაინა დასავლეთის დახმარების მოლოდინში
უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. კიევში არ მალავენ, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება დამძიმდა, რის მიზეზადაც საბრძოლო მასალების სიმცირეს ასახელებენ. უკრაინისთვის დახმარების 60-მილიარდიანი პაკეტის გამოყოფაზე თეთრი სახლი და რესპუბლიკელები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა თეთრ სახლში იმედს გამოთქვამენ, რომ შეთანხმება მომავალ კვირას შედგება. ჯერჯერობით გადაუჭრელია ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების დამტკიცების საკითხიც
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
