"შავი ლომი" VS "კლერმონი"
ევროპის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს სარაგბო გუნდი „შავი ლომი“ დღეს საფრანგეთის „კლერმონს“ უმასპინძლებს. „კლერმონი“ საფრანგეთის ტოპ 14-ის ორ გზის ჩემპიონია. ჩელენჯ თასი კი 3-ჯერ აქვს მოგებული. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.