ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დამატებითი სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავზე უნდა მიიღონ. გამოცემის ცნობით, ევრო კავშირი აპირებს ეგრეთ წოდებული „შავი სია“ გააფართოვოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს.