დავით ხახუტაიშვილი - 100
ეროვნულ მუზეუმში დავით ხახუტაიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იყო სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო კატალოგი, „უფლისციხე“. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, მოისმინეს ერმინე მაღრაძის მოხსენება - „ძვ.წ.-ის მეოთხე მესამე საუკუნეების საოქრომჭედლო ხელსაწყო უფლისციხის ნაქალაქარიდან, გაიმართა ამავე ნივთის შესახებ ჩატარებული ცდის ამსახველი ფილმის ჩვენება. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, დავით ხახუტაიშვილის ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ
