კონგრესმა მთავრობის მოკლევადიანი ბიუჯეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მთავრობის მოკლევადიანი ბიუჯეტი დაამტკიცა და ამით ფედერალური მთავრობის დროებით დახურვა თავიდან აირიდა,. პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, კანონპროექტს სენატმაც და წარმომადგენელთა პალატამაც მხარი დაუჭირა. ამერიკის ფედერალური მთავრობის ფუნქციონირებისთვის, დროებითი სახარჯო ბიუჯეტი მარტის დასაწყისამდეა გათვლილი. ეს კონგრესმენებს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების პაკეტის საკითხზე დისკუსიების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ აღნიშნულ კანონპროექტში შედის უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი 60 მილიარდი დოლარი, რომლის დამტკიცებასაც, რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ
