ვითარება წითელ ზღვაში
ჯო ბაიდენის განცხადებით, იემენში ამერიკულმა სარაკეტო იერიშებმა ჰუსიტების თავდასხმები ვერ შეაჩერა. თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ წითელ ზღვაში, გასამხედროებული ჯგუფის აქტივობა ამ დრომდე გრძელდება. იემენელმა ჰუსიტებმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ გემზე. პენტაგონმა თავდასხმას კვლავ სამხედრო რეაგირებით უპასუხა და იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე რიგით მეხუთე სარაკეტო იერიში მიიტანა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აქვე განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჰუსიტებთან ომს არ აწარმოებს, მისი თქმით, ეს იერიშები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა
