ნათლისღების დღესასწაული
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მუუფე შიომ აღავლინა. ტრადიციულად შესრულდა წყლის კურთხევა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ნათლისღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, იესო ქრისტე მონათლა