პრემიერის განცხადება
დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 60 პროცენტს აიღებდა, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აქვე განმარტავს, რომ პარტია მაქსიმალური შედეგისთვის ემზადება. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის გეგმებსაც აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი მესამე ძალა, გარკვეული ჯგუფების გაერთიანების მცდელობა კი, მისივე სიტყვებით, მმართველი პარტიისთის უინტერესოა
