დავით ხახუტაიშვილი - 100
ეროვნულ მუზეუმში დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წარმოდეგნილი იყო სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო კატალოგი, „უფლისციხე“. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრება მოისმინეს ერმინე მაღრაძის მოხსენება - „ძვ.წ.-ის მეოთხე-მესამე საუკუნეების საოქრომჭედლო ხელსაწყო უფლისციხის ნაქალაქარიდან, ასევე გაიმართა ამავე ნივთის შესახებ ჩატარებული ცდის ამსახველი ფილმის ჩვენება. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, დავით ხახუტაიშვილის ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ