ნეთანიაჰუ: ომი გაგრძელდება
გამარჯვებას თვეები დასჭირდება, მაგრამ ომი გაგრძელდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის მთავარი მიზნები - „ჰამასის“ სრული განადგურება, მძევლების დაბრუნება და ღაზის სექტორიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია - უცვლელი რჩება, პალესტინის სუვერენიტეტის იდეა კი ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება
