WSJ: ბაიდენი რესპუბლიკელებთან დათმობისთვის მზადაა
ჯოზეფ ბაიდენი და მისი თანაპარტიელები მზად არიან რესპუბლიკელებთან დათმობებზე წავიდნენ. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი სამხრეთ საზღვარზე მიგრაციის გამკაცრებას დათანხმდება, რის სანაცვლოდაც, რესბუბლიკელებმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფას უნდა დაუჭირონ მხარი. ამავე ინფორმაციით, სენატი ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელშიც საიმიგრაციო შეზღუდვები იქნება გაწერილი. ბაიდენი კონგრესის ლიდერებს 17 იანვარს შეხვდა. მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა
