საბრძოლო მასალების ნაკლებობა უკრაინაში
საბრძოლო მასალებისა და ჭურვების ნაკლებობა უკრაინისთვის უკიდურესად აქტუალური პრობლემაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. რუსტემ უმეროვის თქმით, უკრაინას ძლიერ მტერთან უწევს დაპირისპირება, რომელსაც განვითარებული სამრეწველო ბაზა აქვს. „აუცილებელია ჩვენი რესურსების ინვესტიცია მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებაში. უკრაინა იღებს ზომებს შიდა წარმოების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მაგრამ აგრესორი ქვეყანა წლების განმავლობაში ემზადებოდა ფართომასშტაბური ომისთვის” - აღნიშნა უმეროვმა
