ვითარება ფრონტის ხაზზე
ომის 695-ე დღე - უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ აქტიურ შეტევას კუპიანსკის მიმართულებით და კუპიანსკის ტყიდან უკრაინული ქვედანაყოფების განდევნასა და სინკოვკის დასახლების დაკავებას ცდილობენ. სირსკის თქმით, უკრაინული ძალები თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგის ინტენსიურ შეტევებს იგერიებენ
