აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის ვიზიტი
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, რიჩარდ ნეფიუ აფასებს თავის შეხვედრებს მთავრობის მაღალჩინსნებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის. ვიზიტის დროს, კოორდინატორმა მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უფრო გასაღრმავებლად“ – ნათქვამია განცხადებაში
