პრემიერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ქართულმა დელეგაციამ პრემიერის ხელმძღვანელობით, დავოსში ვიზიტი დაასრულა. ოკუპაცია, მზარდი ეკონომიკა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მნიშვნელობა - ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ დავოსში შეკრებილ ლიდერებს ესაუბრა. პრემიერი ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე დისკუსიაში მონაწილეობდა. პარალელურად, გაიმართა შეხვედრები - რომელთა მიზანი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეტი ინვესტორის მოზიდვაა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დახურულ დიალოგში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის ურუსლა ფონ დერ ლაიენის ხელმძვანელობითა და მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გაიმართა და სადაც ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის თემასაც. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება, ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს
