ევროსაბჭოს კომიტეტის ანგარიში
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ 2023 წლის 25-27-დ მარტს საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარება შეაფასა. ანგარიშის ავტორთა თქმით, კლინიკაში ატმოსფერო მშვიდი იყო, რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვაზე, ასევე პერსონალზე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: აღნიშნულია, რომ მის მიერ დაკავებული ფართი ინვენტარით უზრუნველყოფილია, მხოლოდ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ტელევიზიასა და მედიაზე. აქვე საუბარია ვიდეომონიტორინგზე, განსაკუთრებით, სააკაშვილის მუდმივ მეთვალყურეობაზე და ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა პრიორიტეტული წესით უნდა გადაიხედოს. ანგარიშში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვანია პაციენტებს ჰქონდეთ გასეირნების საშუალება
