საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ასევე ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღსადგენად მუშაობას. ეს ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. ორგანიზაცია წინა პროექტის შესრულებით კმაყოფილია. შეხვედრაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
