ახალი ტექნიკა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალებს
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული „მანის“ მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის სფეროში მჭიდრო და მზარდი თანამშრომლობა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
