ევროსაბჭოს კომიტეტის ანგარიში
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ 2023 წლის 25-27 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკაში არსებულ ვითარებას აფასებს. ანგარიშის ავტორებით თქმით, კლინიკაში ატმოსფერო მშვიდი იყო, რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვაზე, ასევე პერსონალზე. ანგარიშის თანახმად, „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო. „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ გასცემს რამდენიმე რეკომენდაციასა და შენიშვნას. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაკავებული ფართი ინვენტარით უზრუნველყოფილია, განსხვავებით, მეოთხე და მეექვსე სართულების ოთახებისა. ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ტელევიზიასა და მედიაზე. აქვე საუბარია ვიდეომონიტორინგზე, განსაკუთრებით, სააკაშვილის მუდმივ მეთვალყურეობაზე და ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. ანგარიშში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვანია პაციენტებს ჰქონდეთ გასეირნების საშუალება
