პრემიერი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ავტომაგისტრალი, ვაზიანის ახალი აეროპორტი - ამ საკითხებზე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერმა ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანიდატის სტატუსის მინიჭებას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას ერთი ნაბჯით მიუახლოვდა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზეც და თქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ე.წ. შუა დერეფნის და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
