ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
თუ ღაზაში კონფლიქტი შეწყდება, რეგიონში სხვა თავდასხმებიც აღარ იქნება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონის დესტაბილიზაციის მიზეზი ისრაელია, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა ომის შეწყვეტა უნდა აიძულოს.
