პაკისტანმა ირანზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. „ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და მიზანმიმართული დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
